2022 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 19.4 პროცენტი შეადგინა, რაც 2021 წლის პირველ კვარტალში არსებულ უმუშევრობასთან (21.9%) შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
რაოდენობრივად, საქსტატის დათვლით, საქართველოში 290 ათასი ადამიანი ითვლება უმუშევრად. წინა წელთან შედარებით მათი რაოდენობა 28 ათასით ნაკლებია.
წლიურ ჭრილში უმუშევრობის შემცირების მიუხედავად, წინა კვარტალთან მიმართებით უმუშევრობის დონე გაზრდილია, რადგანაც 2021 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე 19% იყო.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში დასაქმებულად ითვლება 1.2 მილიონი ადამიანი, საიდანაც 818 ადამიანი დაქირავებით დასაქმებულია, 382 ათასი კი თვითდასაქმებული.
წლიურ ჭრილში დაქირავებული ადამიანების რაოდენობა 35,000-ით გაიზარდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 36,600-ით.