2022 წლის 1-ლი თებერვლიდან 2023 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდში, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტის სამივე სახეობით: მეტროპოლიტენით, მიკროავტობუსითა და ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას, ჯამში, 155 556 ჯარიმაა გამოწერილი, ჯარიმების ოდენობა 3 111 120 ლარს შეადგენს.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში 105 692 ჯარიმაა გამოწერილი. 2023 წლის 4 თვეში კი 49 864.
2022 წელს, ყველაზე მეტი 64 850 ჯარიმა ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას გაიცა, ხოლო ყველაზე ცოტა 10 650 მეტროპოლიტენით სარგებლობისას. წლის განმავლობაში, მიკროავტობუსით მგზავრობისას 30192 ჯარიმაა გამოწერილი.
2023 წელს, მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ამ შემთხვევაშიც, ყველაზე მეტი 25144 ჯარიმაა გაცემული ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას, ხოლო ყველაზე ცოტა 867 ჯარიმა მეტროპოლიტენით გადაადგილებისას. მიკროავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას კი 23853 ჯარიმაა გამოწერილი.