მსოფლიოში ათასობით კოსმეტიკური ბრენდი არსებობს, მდიდრები მხოლოდ საუკეთესოს ეძებენ. ბაზარზე კოსმეტიკური საშუალებები ყველა საფასო რანგში მოიპოვება. გთავაზობთ კოსმეტიკური ბრენდის ტოპ ხუთეულს შემოსავლების მიხედვით:
- Shiseido – 9,4 მილიარდი დოლარი
ერთ -ერთი უმსხვილესი და უძველესი კოსმეტიკური ბრენდი 1872 წელს, არინობუ ფუკუჰარას მიერ, ტოკიოში დაარსდა.
Shiseido ამჟამად არის ყველაზე დიდი კოსმეტიკური კომპანია იაპონიაში და სიდიდით მე-5 მსოფლიოში. ბრენდის წლიური შემოსავალი 9,4 მილიარდი დოლარია.
- Chanel – 13,7 მილიარდი დოლარი
ბრენდი Chanel ითვლება გამორჩეულ და ფუფუნების ბრენდად მსოფლიოში. ის დაარსდა 1910 წელს და არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც მრავალფეროვან პროდუქციას აწარმოებს.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ის არ არის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი და რეიტინგში მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს, წლიური 13.7 მლრდ. დოლარის შემოსავლით.
- Estée Lauder – 16,2 მილიარდი დოლარი
Estée Lauder არის ამერიკული კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც 1946 წელს დაარსდა.
Estée Lauder-ს აქვს პროდუქციის ფართო არჩევანი, მათ შორის მაკიაჟის, თმის მოვლისა და კანის მოვლის საშუალებები. კომპანია ყოველწლიურ შემოსავალს 16,2 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს და ასოცირდება ისეთ ცნობილ ადამიანებთან, როგორებიცაა ამანდა სეიფრიდი, ტრეისი ელის როსი, ჯასტინ ბიბერი, ამანდა სტენბერგი და ა.შ.
- L’Oreal – 38,1 მილიარდი დოლარი
L’Oreal Cosmetic არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ძვირია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში. ის ამჟამად დაახლოებით 5 კონტინენტზე 130-ზე მეტ ქვეყანაში პოზიციონირებს.
L’Oreal-ის ბრენდის წლიური შემოსავალი 38,1 მილიარდი დოლარია. მისი სახეები არიან ისეთ ცნობილი ადამიანები, როგორიცაა ჯულია რობერტსი, კრისტი ტურლინგტონი, აიშვარია რაი ბაჩანი და ა.შ.
- Unilever – 50 მილიარდი დოლარი
ჰოლანდიურ-ბრიტანული კოსმეტიკური კომპანია Unilever ჯგუფი დაარსდა 1929 წელს მარგარინ უნიეს და ძმების ლევერის მიერ და მრავალი წელია მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კოსმეტიკური ბრენდის პოზიციას არ თმობს.
ბრენდი ერთ-ერთი უმსხვილესი საპნის მწარმოებელი კომპანიაა და ფლობენ Lakme კოსმეტიკის ბრენდს 2,6 მილიარდი დოლარის შემოსავლით. თავად Unilever-ის წლიური შემოსავალი 50 მილიარდი დოლარია.