დღის სიახლეებისიახლეები

2023 წელს ოჯახური ძალადობისა და ოჯახური ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამო სისხლისსამართლებრივი დევნა 5286 ადამიანზე დაიწყო

0
გაზიარება

საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ოჯახური ძალადობისა და ოჯახური ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამო სისხლისსამართლებრივი დევნა 5286 ადამიანზე დაიწყო, 2017 წლისთვის შესაბამისი მაჩვენებელი 1986 ადამიანს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს რომ ბოლო 6 წელში ზრდამ 266,2 პროცენტი შეადგინა.

რეგიონულ ჭრილში პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

· თბილისი – 1432;

· ქვემო ქართლი – 804;

· აჭარა – 801;

· დასავლეთ საქართველო – 725;

· შიდა ქართლი – 619;

საქართველოს პროკურატურის მონაცემებით, ამ პერიოდში ყველაზე მეტად გამოვლენილი შემთხვევებისა და დევნის დაწყების შემთხვევები აჭარაშია გაზრდილი(4,6 ჯერ), შემდეგ ქვემო ქართლში(3.7 ჯერ) და შიდა ქართლში(2,86). ყველაზე მცირედ მოიმატა შემთხვევათა რაოდენობამ სამცხე ჯავახეთისა(1.72 ჯერ) და დასავლეთ საქართველოს შემთხვევაში(1,87 ჯერ).

დევნადაწყებული პირების 5.75 პროცენტი ქალია, ხოლო უმრავლესობა 5001 ადამიანი კაცი. მონაცემების თანახმად ყველაზე მეტი საქმე 35-44 წლის პირებზე აღიძრა. ცნობისთვის, გასულ წლებშიც, დევნადაწყებულ პირებში, აღნიშნული ასაკის პირები ჭარბობდნენ.

5286 დევნადაწყებული პირების 74,7 პროცენტი(3947 ადამიანი) უმუშევარი იყო.

დევნადაწყებული პირები – 5286

· უმუშევარი – 3947;

· თვითდასაქმებული – 762;

· ადვოკატი – 4;

· კერძო სექტორი – 457;

· საჯარო სექტორი – 116;

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!