დღის სიახლეებისიახლეები

2023 წელს პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ 10 923 500 ლარი შეადგინა

0
გაზიარება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სტატისტიკის თანახმად, პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები თანხობრივად წლების განმავლობაში შეადგენდა:
2021 წელს – 6 164 730 ლარს;
2022 წელს – 12 840 530 ლარს;
2023 წელს (1 მაისამდე) – 10 923 500 ლარს.

ხოლო გამოწერილი ჯარიმების ოდენობას, პარკირების წესების დარღვევისათვის გამოწერილია შემდეგი რაოდენობის ჯარიმები:
2021 წელს – 572 379;
2022 წელს – 773 918;
2023 წელს (1 მაისამდე) – 214 716.

თავად პარკირების ადგილების რაოდენობა შემცირდა, ამჟამად, დედაქალაქში არის 9 418 ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილი და 18 249 სტანდარტული საპარკინგე ადგილი;

2021 წლის ბოლოს, სულ საპარკინგე ადგილების რაოდენობა იყო – 29 474, მათ შორის ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილების რაოდენობა იყო – 5 868, ხოლო სტანდარტული საპარკინგე ადგილების რაოდენობა – 23 606;

2022 წლის ბოლოს, სულ საპარკინგე ადგილების რაოდენობა იყო – 28 553, მათ შორის ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილების რაოდენობა იყო – 9 468, ხოლო სტანდარტული საპარკინგე ადგილების რაოდენობა – 19 085.

2022 წლის სექტემბრიდან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობასა და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10-დან 50 ლარამდე გაიზარდა, ასევე სანქციები გაიზარდა დგომა-გაჩერების სხვა შემთხვევებზეც, კერძოდ: ავტომობილის ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება; ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება; ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება, იწვევს დაჯარიმებას არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით.
მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსისა და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება ასევე იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი კი, დაუყოვნებლივ ექვემდებარება ევაკუაციას.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!