2023 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველომ 5,6 მილიონი დოლარის ღირებულების, ფეიერვერკი, სასიგნალო შუშხუნა, წვიმის რაკეტა და პიროტექნიკის სხვა ნაწარმი შეიძინა, იმპორტის მოცულობა 616 ტონას აჭარბებს.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პიროტექნიკის იმპორტი როგორც ღირებულებაში, ისე მოცულობით მცირედით შემცირებულია. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 5,8 მილიონს (777 ტონა) შეადგენდა.
ქვეყნები, სადაც საქართველო პიროტექნიკას ყიდულობს:
ბულგარეთი – $3,2 მილიონი
ჩინეთი – $1,7 მილიონი
პოლონეთი – $602 ათასი
გერმანია – $25 ათასი
თურქეთი – $8 ათასი
გასული წლისგან განსხვავებით, წელს საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი [რეექსპორტი] მინიმუმამდე შემცირდა. გასულ წელს ქვეყანამ რეექსპორტზე 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პიროტექნიკა გაიტანა. 2023 წელს, 11 თვეში ეს მაჩვენებელი 5 ათას დოლარამდეა შემცირებული.