საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 15,364 მლნ ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში – 3,282 მლნ ლარი.
ასევე, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-ოქტომბერში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 179,250 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 10 თვეში – 147,111 მლნ ლარი.