დღის სიახლეებისიახლეები

2023 წელს ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება იგეგმება

0
გაზიარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2023 წელს ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება იგეგმება.მთავრობამ ინვესტორისგან ხუდონჰესის პროექტი გამოისყიდა და მასზე აუქციონი მომავალ წელს გამოცხადდება. პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ელექტრო სისტემისთვის, ზოგადად სისტემის გენერაციისთვის, მათ შორის, იგივე არსებული ენგურჰესის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის.

„მთავრობამ მოიწონა შეთანხმება ხუდონის ჰიდრო ელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. შესაბამისად, ინვესტორ კომპანიასთან შეთანხმება შედგა და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება უკვე 2023 წელს დავიწყოთ. ასეთი მნიშვნელოვანი მსხვილი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები როგორც წესი, საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება მომავალში.

პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ელექტრო სისტემისთვის, ზოგადად სისტემის გენერაციისთვის, მათ შორის, იგივე არსებული ენგურჰესის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის და შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით დაგვესრულებინა კონტრაქტი, საბოლოოდ პოზიტიურად გადაწყდა და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შეთანხმება შედგა. აქედან გამომდინარე, ამ პროექტს უახლოეს ხანებში, 2023 წლის დასაწყისიდან ხელახლა გამოვაცხადებთ და ხელახლა დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, რაც ჩვენი თანმიმდევრული ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია, რომ საქართველოში ერთის მხრივ, გენერაცია და ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობა გავზარდოთ.

13.250 მილიონი აშშ დოლარი იყო ის თანხა, რაზეც ინვესტორ კომპანიასთან მორიგება მოხდა. ჩვენ გვყავდა საერთაშორისო იურიდიული კომპანია ჩართული, რომელიც ამ მორიგების პროექტს ამზადებდა. ასევე მათი მონაწილეობით ხდებოდა მხარეებს შორის კომუნიკაცია და ვფიქრობ, რომ ეს არის საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობები, რომ ჩვენ ერთის მხრივ, დავიბრუნეთ ის ტერიტორიები, რომელიც კომპანიას ჰქონდა გადაცემული, დავიბრუნეთ უფლებები და შესაბამისად, ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეგვიძლია პროექტის განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა

მსგავსი სიახლეები

2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა, მათგან ორმა კი გამოცდა ჩააბარა და მართვის მოწმობა თავიდან აიღო. მართვის უფლება ყველაზე მეტ…

ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ₾30 მლნ-ს გადაეცემა, ყოველი მატჩის მოგებისთვის კიდევ – ₾30 მლნ-ს- ფონდი „ქართუ“

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის…

ბინებზე ფასი 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით არის გაზრდილი

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!