დღის სიახლეებისიახლეები

2023 წლიდან გერმანულ მატარებლებში მგზავრებს ყავას ფაიფურის ჭიქებში შესთავაზებენ

0
გაზიარება

გერმანიის უმსხვილესმა სარკინიგზო კომპანია Deutsche Bahn-ის განცხადებით ნარჩენების შემცირების გეგმის ფარგლებში, 2023 წლიდან თავის მგზავრებს ყავას ქაღალდის ჭიქებთან ერთად ფაიფურის ჭიქებშიც შესთავაზებს- ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

საკვებისა და სასმელის შეკვეთის დროს მგზავრები შეძლებენ, მიწოდება „მაღალი ხარისხის ფაიფურის ან მინის ჭურჭლით მოითხოვონ.“ კომპანიის ცნობით, „მრავალჯერადი ჭურჭელი უფასოა, არ საჭიროებს წინასწარ გადახდას და ბისტროვაგონში ყველა შეკვეთისთვის იქნება ხელმისაწვდომი.“ ადრე მსგავს სერვისს მხოლოდ ვაგონრესტორნებსა და პირველი კლასის ვაგონებში სთავაზობდნენ-ნათქვამია განცხადებაში

პლასტმასისა და მუყაოს ჭიქები, ასევე, დანა-ჩანგალი სერვისიდან არ მოიხსნება და მგზავრების მოთხოვნის მიხედვით კვლავ ხელმისაწვდომი იქნება.

Deutsche Bahn-ში აცხადებენ, რომ მარტიდან მენიუ შეცვალეს და მასში 50%-ზე მეტი ადგილი ვეგანურმა და ვეგეტარიანულმა კერძებმა დაიკავა. კომპანია მიზნად ისახავს, 2040 წლისთვის ნახშირბადნეიტრალიტეტს მიაღწიოს.

ნოემბრის დასაწყისში Deutsche Bahn-მა თანამშრომლებისთვის სქესის მიხედვით უნიფორმის ტარების პირობა გააუქმა.

მსგავსი სიახლეები

TasteAtlas-მა მსოფლიოში შოკოლადის 11 საუკეთესო საკონდიტრო ნაწარმი გამოავლინა- რეიტინგში ბელგიური შოკოლადი ლიდერობს

TasteAtlas წერს, რომ მრავალი სახეობის ბელგიური შოკოლადი განსაკუთრებით პოპულარულია სადღესასწაულო სეზონზე. ისტორიულად მისი წარმოება შვეიცარული შოკოლადების ზოგიერთი ტექნოლოგიის სესხებით დაიწყო, რომ მაღალი ხარისხის შოკოლადისა და…

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები შემცირდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა- ერთ დღეში საქონლის ღირებულება 1%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 89 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 85 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთკვირიან პერიოდში…

მარტში საქართველოში 278.5 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა

2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (746.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 36.5%-ით (160.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას…

სახელმწიფო საგარეო ვალი 8.722 მილიარდ დოლარს შეადგენს

2024 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.722 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 23.510 მლრდ ლარს გადააჭარბა- 249.843 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ფინანსთა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!