თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 1 ივლისამდე შედგენილი იქნა 86 706 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, საიდანაც გასაჩივრდა 1 170 და აქედან 345 დაკმაყოფილდა.
იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს გამოდის, რომ მიმდინარე წლის შვიდ თვეში უბილეთო მგზავრების ჯარიმებიდან ბიუჯეტში თითქმის 2 მილიონი ლარი შევიდა, კერძოდ, დაახლოებით 1,727,220 ლარი.
სტატისტიკიდან ასევე ირკვევა, რომ უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.
კერძოდ, 2020 წელს შედგენილი იქნა 5 547 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, საიდანაც გასაჩივრდა 377 და დაკმაყოფილდა 27;
2021 წელს შედგენილი იქნა 10 343 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, საიდანაც გასაჩივრდა 133, დაკმაყოფილდა 49;
2022 წელს შედგენილი იქნა 105 752 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, საიდანაც გასაჩივრდა 1 703 და აქედან 586 დაკმაყოფილდა;
თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარი.