შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის III კვარტალში, საქართველოში 1496 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 121 და დაშავდა 2027 მოქალაქე.
სტატისტიკური მონაცემებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია (659 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), ხოლო მეორე ადგილზე იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (183 შემთხვევა).
ხოლო რეგიონების მიხედვით სტატისტიკური მონაცმები შემდეგნაირია: აჭარა – 168 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 67, შიდა ქართლი – 97, ქვემო ქართლი -120, კახეთი-85, სამცხე-ჯავახეთი – 31, მცხეთა- 51, გურია – 35.
ამავე პერიოდში 203 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა აღრიცხული მოტოციკლეტისტის მონაწილეობით.