კომერციული ბანკების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშგების მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა საკომისიოებიდან 956 948 950 ლარი მიიღეს.
საკომისიოებიდა მიღებული შემოსავლების მოცულობით, ტოპ 5 ბანკი:
- საქართველოს ბანკი – 451 341 149 ლარი
- თიბისი ბანკი – 382 401 804 ლარი
- კრედო ბანკი – 40 535 914 ლარი
- ლიბერთი ბანკი – 38 399 152 ლარი
- ბაზის ბანკი – 11 191 800 ლარი
ხოლო, რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მიერ საკომისიებით მიღებული თანხის მოცულობას, ასე გამოიყურება: ტერა ბანკი – 9 879 884 ლარი, ვითიბი ბანკი ჯორჯია – 74 554 ლარი, ხალიკ ბანკი საქართველო – 1 726 876 ლარი, პროკრედიტ ბანკი – 9 206 579 ლარი, სილქ ბანკი – 276 547 ლარი, ქართუ ბანკი – 5 720 704 ლარი, იშ ბანკი საქართველო – 2 921 658 ლარი, პაშა ბანკი – 1 973 601 ლარი, ზირაათ ბანკი – საქართველო – 1 296 593 ლარი, პეისერა ბანკი -2 125 ლარი.
2023 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა. აქედან ერთი, „პეისერა“ პირველი ციფრული ბანკია, რომელიც საქართველოში რამდენიმე თვეა ამოქმედდა.