2022 წლის 1-ლი იანვრიდან 9 აპრილამდე პერიოდში, ჯამში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა კატეგორიის 624 057 აბონემენტია გაყიდული.
2022 წლის განმავლობაში ჯამში, ყველა კატეგორიის 482 205 აბონემენტი გაიცა, 2023 წლის პირველ კვარტალში კი 141 852.
2022 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 9 აპრილამდე პერიოდში ყველაზე მეტი 356 704 ერთთვიანი აბონემენტია გაყიდული. ყველაზე ცოტა კი 12 651 ერთკვირიანი. ამავე პერიოდში, 186 605 ერთდღიანი, 15 347 სამთვიანი, 30 897 ექვსთვიანი, ხოლო 21 853 ერთწლიანი აბონემენტია გყიდული.