დღის სიახლეებისიახლეები

2023 წლის საუკეთესო Android-სმარტფონად Google Pixel 7 Pro დაასახელა

0
გაზიარება

პორტალ Engadget-მა რამდენიმე კატეგორიაში საუკეთესო Android-სმარტფონების სია შეადგინა, რომელთა შეძენაც 2023 წელს არის რეკომენდებული.

საუკეთესო Android-სმარტფონად Google Pixel 7 Pro აღიარეს. მართალია, ის ბაზარზე ყველაზე მძლავრი სმარტფონი არ არის, მაგრამ Pixel 7 Pro-ს საწარმოო დანაკლისს Google-ის სმარტ-პროგრამული უზრუნველყოფა აკომპენსირებს.

საუკეთესო საშუალო დონის Android-სმარტფონების კატეგორიაში OnePlus 11-მა გაიმარჯვა. Engadget-ის ცნობით, მოწყობილობა განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც დიდეკრანიანი, კარგი კამერის მქონე და მაღალი წარმადობის სმარტფონი უფრო დაბალ ფასად სურთ, ვიდრე ტრადიციული ფლაგმანების ღირებულებაა.

საუკეთესო საბიუჯეტო სმარტფონად Google Pixel 6a დასახელდა. 6.1-დიუმიანი OLED-დისპლეის მქონე კომპაქტური მოწყობილობა აღჭურვილია Google Tensor-ჩიპით, ასევე, 6 GB ოპერატიული მეხსიერებითა და 128 GB საცავით.

საუკეთესო პრემიუმ-სმარტფონად Samsung Galaxy S23 Ultra დასახელდა. კორეული ფლაგმანი საწარმოო რკინით, მძლავრი აპარატურით, მაღალი ხარისხის ეკრანითა და ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო კამერის სისტემით არის აღჭურვილი. სმარტფონი კონკურენტებისგან, ასევე, S Pen-სტილუსის მხარდაჭერით გამოირჩევა.

Samsung Galaxy Z Fold4 საუკეთესო დასაკეც სმარტფონად დასახელდა, რომელიც სმარტფონსა და პლანშეტს აერთანებს. Z Fold4 აღჭურვილია ორი 6.2 და 7.8-დიუმიანი ეკრანით. ასევე, Engadget წერს, რომ ბაზარზე ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე დასაკეცი სმარტფონიდან, რომელსაც IP68 სტანდარტით წყლისა და მტვრისგან დაცვა აქვს მიღებული.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!