2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი თითქმის 3.6 მილიარდი დოლარი იყო (გაიზარდა 15.7%), ხოლო იმპორტი 8.5 მილიარდი დოლარი (იზარდა 19%) – ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ივლისში 4.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41%-ია.