ექსპერტები განგაშის ზარს სცემენ. ახალი მოხსენების თანახმად, მსოფლიო ამ წელს 220 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენებს გამოიმუშავებს, რაც 2 ცალი გიგანტური 650 Empire State Buildings-ის ექვივალენტური წონაა.
მოხსენების თანახმად, წარმოქმნილი პლასტიკური ნარჩენები აღემატება კაცობრიობის შესაძლებლობებს, გადაამუშავოს ის, რაც ნიშნავს, იმას რომ პლასტმასის ნარჩენების მართვა მომავალ წელს შესაძლოა შეუძლებელი გახდეს – დედამიწა კი ერთ დიდ ნაგავსაყრელად გადაიქცევა.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ 220 მილიონი ტონიდან, 70 მილიონი ტონა ბუნებაში მოხვდება. მათ ასევე შეაფასეს, რომ პლანეტაზე თითოეული ადამიანი საშუალოდ 28 კგ პლასტმასის ნარჩენს გამოიმუშავებს.