დღის სიახლეებისიახლეები

2024 წლის აპრილში გაგრძელდა ზრდის ტენდენცია იმ ადამიანების წილში, რომელთა თვიური ხელფასი 2400 ლარი ან მეტია

0
გაზიარება

PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის აპრილში გაგრძელდა ზრდის ტენდენცია იმ ადამიანების წილში, რომელთა თვიური ხელფასი 2400 ლარი ან მეტია. პუბლიკაციის მიხედვით, ასეთი ადამიანების რაოდენობა წლიურად 5.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მთლიანი დასაქმებულების 27% შეადგინა. ზრდა კიდევ უფრო მაღალია 2022 წლის აპრილთან შედარებით – 9 პროცენტული პუნქტი.

აწლიურად 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 9 600 ლარის ან მეტი ანაზღაურების მქონე ადამიანების რაოდენობა და მათი წილი 2.5%-ია. მაჩვენებელი 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით მეტია.

2024 წლის აპრილში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა 600 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანის რაოდენობა და შედეგად, მათი წილი 15.1%-ს გაუტოლდა. 2022 წლის აპრილის მაჩვენებელთან შედარებით, კლება 7.7 პროცენტული პუნქტია.

აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8%-ით არის გაზრდილი.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!