დღის სიახლეებისიახლეები

2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო 177 ქვეყანას შორის, 32-ე ადგილს იკავებს

0
გაზიარება

ამერიკული საჯარო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი The Heritage Foundation 2024 წლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, სადაც 177 ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსია გამოთვლილი.

ინდექსი აფასებს მთავრობის საქმიანობის მასშტაბებსა და ეფექტურობას 12 სფეროში, რომლებიც კონკრეტული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის დონეს განსაზღვრავს.

გლობალურად, 177 ქვეყანას შორის, საქართველო რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებს. საქართველოს ამ განხრით საუკეთესო ქულა – 77.2, 2021 წელს ჰქონდა და მაშინ რეიტინგში მე-12 ადგილი დაიკავა.

ევროპის რეგიონში, 44 ქვეყანას შორის საქართველო მე-19 ადგილზეა. Heritage -ის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ქულა შედარებით მაღალია, ვიდრე მსოფლიო და რეგიონული საშუალო მაჩვენებლები. საქართველოს ეკონომიკა “ზომიერად თავისუფალი“ მაჩვენებელის რანგში ფიგურირებს.

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ინდექსში საქართველოს პოზიცია სომხეთზე (47-ე ადგილი), აზერბაიჯანზე (70-ე), თურქეთსა (102-ე) და რუსეთზე (131-ე) მაღალია.

10 საუკეთეს ინდექსის მქონე ქვეყანა:

  • სინგაპური – 83.5 ქულა
  • შვეიცარია – 83.0 ქულა
  • ირლანდია – 82.6 ქულა
  • ტაივანი – 80.0 ქულა
  • ლუქსემბურგი – 79.2 ქულა
  • ახალი ზელანდია – 77.8 ქულა
  • დანია – 77.8 ქულა
  • ესტონეთი – 77.8 ქულა
  • შვედეთი – 77.5 ქულა
  • ნიდერლანდები – 77.3 ქულა

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი თავდაპირველად 1995 წელს The Heritage Foundation-ისა და The Wall Street Journal-ის მიერ მსოფლიოს ქვეყნებში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის გასაზომად შეიქმნა.

ინდექსის შემქმნელები ზომავენ ქვეყნების ძირითადი ინსტიტუტების ეფექტურობას, რომლებიც გავლენას ახდენენ ინდივიდების თავისუფლებაზე, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების განსახორციელებლად.

ინდექსი ყოველწლიურად აფასებს 177 ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუტებს, რომლებიც თავის მხრივ გავლენას ახდენენ ეკონომიკურ თავისუფლებაზე.

რეიტინგი ეკონომიკური თავისუფლების ასპექტებს აფასებს 0-დან 100-მდე.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!