დღის სიახლეებისიახლეები

2025 წლიდან კატალიზატორის გარდამქმნელი ყველას მოეთხოვება

0
გაზიარება

მთავრობა გამოსცემს დადგენილებას, რომლის თანახმადაც ე.წ. კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება. ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც ავტომობილებს ე.წ. კატალიზატორებს აცლიან და უცხოეთში ყიდიან. მეტიც, ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლიდან მოყოლებული საქართველოდან ექსპორტზე 97 776 545 აშშ დოლარის ღირებულების, 701 440 კატალიზატორი გავიდა.

„ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” თავმჯდომარის ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, კატალიზური გარდამქმნელი შეიცავს ძვირადღირებულს მასალებს და სწორედ ამით არის განპირობებული, რომ მოქალაქეები ავტომობილებს აცლიან და ცალკე საკმაოდ მაღალ ფასად ყიდიან.

„კატალიზური გარდამქმნელი შეიცავს ძვირადღირებულ მასალებს, შესაბამისად, მათი ჩაბარება საკმაოდ მაღალ ფასად ხდებოდა. იყო შემთხვევები როცა ავტომობილს ყიდულობდნენ გარკვეულ ფასად, თუმცა, შემდეგ მისი რეალიზაცია უფრო იაფად ხდებოდა, ამის კომპენსირება კი ხდებოდა კატალიზატორის მოხსნით და ცალკე ჩაბარებით. კატალიზური გარდამქმნელის ღირებულება რამდენიმე ათასი, შეიძლება 3-4-5 ათასიც კი იყო. კატალიზური გარდამქმნელის ვალდებულება 2020 წლის 1-ლი აპრილის შემდგომ რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე მოქმედებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან შემოსულ იმპორტირებულ ყველა ავტომობილზე მოწმდება კატალიზური გარდამქნელი და ყოველ წელს არის ვალდებულება მისი შემოწმების. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკვე 2025 წლიდან ყველას მოეთხოვება კატალიზატორის გარდამქმნელი,“- განაცხადა იორდანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!