მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გავრცელდა,რომლის მიხედვითაც დამსაქმებლები 69 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას და 83 მილიონის შემცირებას გეგმავენ.ფორუმს წინ 800-მდე საერთაშორისო კომპანიის გამოკითხვა უძღოდა.
ანგარიშის მიხედვით სამუშაო ადგილების წმინდა დანაკარგი 14 მილიონი ანუ მიმდინარე დასაქმების 2% იქნება. სამუშაო ადგილების შექმნაზე დადებითად იმოქმედებს განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა, შემცირებაზე კი – ეკონომიკური ზრდის შენელება და გაზრდილი ინფლაცია.
ეკონომიკური ფორუმის პროგნოზის მიხედვით, ერთი მხრივ, შემდეგი დარგის სპეციალისტების – მონაცემთა ანალიტიკოსების, მანქანური სწავლებისა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტების დასაქმება ხუთ წელიწადში საშუალოდ 30%-ით გაიზრდება.
მეორეს მხრივ კი სამსახურს მდივნები ან მონაცემების კომპიუტერებში შეყვანის თანამშრომლები დაკარგავენ. ჯამში საუბარია 26 მილიონ სამუშაო ადგილზე.
ამ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი ბიზნესთან დაკავშირებული გარკვეული ამოცანების 34%-ს ასრულებს. 2020 წელთან შედარებით, მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა. დამსაქმებლები ნაკლებად ოპტიმისტურად უყურებენ მის შემდგომ ზრდას. კვლევის მიხედვით, 2027 წლისთვის, ამოცანების 42% ავტომატიზირებული იქნება – 2020 წელს კი მოსალოდნელი იყო, რომ 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 47%-ს მიაღწევდა.
საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs-მა მარტის ბოლოს გამოაქვეყნა ანგარიში , რომლის მიხედვითაც ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გახდეს 300 მილიონი სამუშაო ადგილის ექვივალენტი. ბანკის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტი ადმინისტრაციულ სექტორში დავალებების შესრულებას 46%-მდე და იურისპრუდენციაში 44%-მდე შეძლებს. თუმცა, სამშენებლო ინდუსტრიაში მუშაობის ავტომატიზირება ან ტექნიკური მომსახურება მხოლოდ 6-4%-ით იქნება შესაძლებელი.