მსოფლიო ქარის ენერგიის გლობალური საბჭოს (GWEC) პროგნოზით, 2027 წლისთვის მსოფლიოში ჯამური სიმძლავრით 680 გიგავატი სიმძლავრის ქარის ტურბინები დამონტაჟდება. ინფირმაციას MarketWatch იტყობინება.
ექსპერტები თვლიან, რომ ახალი ობიექტების სიმძლავრე საკმარისი იქნება წელიწადში დაახლოებით 657 მილიონი სახლის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის.
უწყვეტი ენერგიის მიწოდებისა და კლიმატის მიზნების მიღწევის აუცილებლობა ქარის ენერგიას ზრდის ახალ ეტაპზე გადაიყვანს – აღნიშნავს GWEC თავის კვლევაში.
2022 წელს ქარის ენერგიის განვითარებაში ლიდერი იყო ჩინეთი და ამ სტატუსს 2023 წელსაც შეინარჩუნებს – ნათქვამია კვლევაში.
2023 წელს მსოფლიო ქარის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 1 ტვტ-ს მიაღწევს, ხოლო 2030 წლისთვის მიწოდების ჯაჭვების გაძლიერების და სხვა პრობლემების გადაჭრის შემთხვევაში, – 2 ტვტ-ს.