დღის სიახლეებისიახლეები

23 და 24 მაისს რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

0
გაზიარება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 23 და 24 მაისს, ღამის საათებში, კერძოდ, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერიის ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ავტომობილებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების გავლით.

მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე.

მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ და მერაბ კოსტავას ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ზეთისხილის ხემდე.

პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ გზას ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების მიმართულებით გააგრძელებენ. მთაწმინდიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების გავლით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი რუსთაველის გამზირზე, მობრუნდება ზეთისხილის ხესთან და გზას განაგრძობს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

23 და 24 მაისს ავტომობილების მოძრაობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე ცალმხრივად შეიზღუდება. ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ზეთისხილის ხიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები

ნომრის ამოცნობა თბილისსა და სხვა რეგიონებში 2,300 კამერას შეუძლია 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 7,379 ვიდეომეთვალყურეობის კამერა არის განთავსებული, საიდანაც 5,079 კამერა არის ზოგადი ხედვის, ხოლო მათ შორის ნომრის ამოცნობის შესაძლებლობა 2,300 კამერას…

საქართველოში ბიზნესის 67% კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის

2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება - გამოკითხული ბიზნესის 67% სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს -…

19 სამოტივაციო ფრაზა – ცნობილი ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ღე­ბი

1.მო­მა­ვა­ლი მი­სია, ვინც რის­კავს და არა მისი, ვინც უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და გა­რან­ტი­ებს ეძებს - ბრა­ი­ან თრე­ი­სი, სპი­კე­რი, ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის ავ­ტო­რი  2. წინსვლის სა­ი­დუმ­ლო და­წყე­ბა­შია - მარკ ტვე­ნი,…

OneRepublic-ის კონცერტის ბილეთების ფასი 145 ლარიდან 550 ლარამდე მერყეობს

Black Sea Arena-ს ცნობით, OneRepublic-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ყიდვა ვებ-გვერდზე TKT.ge და BSA.ge უკვე ხელმისაწვდომია. მათი ფასი კი, 145 ლარიდან 550 ლარამდე მერყეობს, თუმცა Starring Georgia -ს, TBC-სა და VISA-ს…

საქართველოს ეკონომიკა 7,7%-ით გაიზარდა

საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!