დღის სიახლეებიგანათლებაზოგადი განათლებამთავარი ამბებისაინტერესო სიახლეები

24 მაისიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

0
გაზიარება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 24 მაისს, დილის 09:00 საათიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 15 ივნისს დღის ბოლოს დასრულდება.

რეგისტრაციას ბავშვის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური ვებგვერდის – registration.emis.ge – მეშვეობით ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს.

იხილეთ საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://mes.gov.ge/mesgifs/1653291639_Instruqcia%202022.pdf

ბავშვის რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

• მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
• მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

შეგახსენებთ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესული ცვლილების გათვალისწინებით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში განხორციელდება იმ ბავშვების ჩარიცხვაც, რომელთაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა თხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული.

III ეტაპის ¬– საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში რეგისტრაციის IV ეტაპი დაიწყება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან რეგისტრაციის შეცვლა სურთ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!