28 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო Holiday Inn-ის Adjara საკონფერენციო დარბაზში, Global Health Union და RHAZES GLOBAL საერთაშორისო სამედიცინო კონსულტირების ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია სახელწოდებით „გლობალური პერსპექტივები ნეიროქირურგიასა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაში” (Global Perspectives in Neurosurgery and Bone Marrow Transplant)გაიმართება
კონფერენციაზე მომხსენებლად მსოფლიო დონეზე ცნობილი ნეიროქირურგი – Prof. (Col.) Dr. Bipin Walia და ჰემატოლოგი – Dr. Esha Kaul იქნებიან. გარდა ამისა, საქართველოდან მომსხენებლები იქნებიან ცნობილი ჰემატოლოგები და ნეიროქირურგები. ღონისძიებას დაახლოებით 150-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.
დამსწრე საზოგადოება შედგება საქართველოს კლინიკების წარმომადგენლებისგან, ნეიროქირურგების, ჰემატოლოგების, სამედიცინო უნივერსიტეტების წარმომადგენლებისა და რეზიდენტი სტუდენტებისგან.
ღონისძიების მიზანია ადგილობრივი გამოცდილების შედარება საერთაშორისო გამოცდილებასთან და ერთობლივი თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების განხილვა.