საპენსიო სააგენტო დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს- 2024 წლის 3 იანვრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად პორტფელების განაწილების პროცესი ამოქმედდება.
3 იანვრიდან ყველა ის პირი, ვისაც 2023 წლის 6 აგვისტოდან 2023 წლის 6 სექტემბრამდე არ მიუღია გადაწყვეტილება, კვლავ დაბრუნდება კონსერვატიულ (ნაკლებადრისკიან) პორტფელში.