დღის სიახლეებისიახლეები

4 სექტემბრიდან ავტომობილის მძღოლები ხილული გამონაბოლქვისთვის დაჯარიმდებიან

0
გაზიარება

პარლამენტში მესამე მოსმენით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება მიიღეს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტებისთვის საჯარიმო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილება ძალაში 4 სექტემბრიდან შევა.

„საჯარიმო სანქციები ფიზიკური პირის შემთხვევაში 100, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – 500 ლარით განისაზღვრა, თუმცა კანონში უკვე არის ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს, რომ 15 კალენდარული დღის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გასამმაგდება და 300 და 1500 ლარი გახდება. ასევე, 15 კალენდარული დღის განმავლობაში დარღვევის მესამედ განმეორების შემთხვევაში, გასამმაგებული ჯარიმა გაორმაგდება და იქნება ფიზიკური პირებისთვის 600, იურიდიული პირებისთვის კი – 3000 ლარი“, – აცხადებს ტარიელ ირემაძი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელი

კანონი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის მონიტორინგს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ითვალისწინებს. ირემაძის განმარტებით, პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდება 10 ეკიპაჟი, რომელიც ჩამოთვლილ 4 ქალაქში გადანაწილდება და ავტომობილებს სპეციალური გამზომი ხელსაწყოებით შეამოწმებს, რომლებიც გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობას ზომავს

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!