Forbes-ი ახალი კვლევის შედეგებზე წერს,რომ ხელოვნური ინტელექტი და მანქანათმცოდნეობის უნარები ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადია მსოფლიო დასაქმების ბაზარზე.
“ამ უნარების ქონა, ნიშნავს იმასაც, რომ თქვენ მეტად სასურველი და მაღალი ანაზღაურების მქონე დასაქმებული იქნებით“, – წერს გამოცემა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები, რომელთა საქმიანობა მოიცავს ავტომატიზაციის უნარების გამოყენებას, გაცილებით მეტ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე ისინი, ვინც ამას არ აკეთებენ.“ – აცხადებს Burning Glass Institute-ის პრეზიდენტი, რომელმაც კვლევა აწარმოა.
კვლევისას ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 228 მილიონი ვაკანსიის მონაცემები განალიზდა, დაჯგუფდა თითქმის 30,000 უნარი და ჩამოყალიბდა 444 „კლასტერი“, შედეგად კი გამოიკვეთა 4 “სქილი“, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადია დასაქმების ბაზარზე და ამასთან ერთად, ასეთი უნარების მქონე მუშახელზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება.
ესენია:
ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის უნარები
მანქანათმცოდნეობა
პროდუქციის მენეჯმენტი
სოციალური მედიის მართვა