საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული დაავადებებბია:ენდოკრინული სისტემის, კვლევებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოვლენილი დაავადებები, ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა, კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები,ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები
„2023 წელს წინა წელთან შედარებით რეგისტრირებული დაავადებების (პირველად დადგენილი დიაგნოზით) რაოდენობა ყველაზე მეტად გაზრდილია შემდეგ ჯგუფებში: ენდოკრინული სისტემის, კვლევებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოვლენილი დაავადებები გაიზარდა 53.4 პროცენტით, ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა – 51.5 პროცენტით, კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები – 50.0 პროცენტით, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები – 45.4 პროცენტით, ხოლო ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები – 42.3 პროცენტით.
ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სასუნთქი სისტემის, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ სასქესო სისტემის, თვალისა და მისი დანამატებისა და ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.