სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ 5 თვეში ყველაზე მეტი ბიზნეს-სუბიექტი რუსეთიდან დარეგისტრირდა, მეორე ადგილზეა თურქეთი, შემდეგ აზერბაიჯანი და ბოლოს სომხეთი.
საქართველოში 2022 წელს რეგისტრირებულ ბიზნეს-სუბიექტთა რაოდენობა დამფუძნებელი ქვეყნების (საქართველოს მეზობელი) მიხედვით, მათ შორის, ადგილობრივ წარმომადგენელთან ერთად:
- რუსეთი – 409 (მათ შორის, შერეული – 55 ერთეული)
- თურქეთი – 281 (მათ შორის, შერეული – 34 ერთეული)
- აზერბაიჯანი – 74 (მათ შორის, შერეული – 5 ერთეული)
- სომხეთი – 36 (მათ შორის, შერეული – 7 ერთეული)