ევროპის აკადემიური ცენტრი 16 წლიდან დაინტერესებულ პირებს საერთაშორისო საგანმანათლებლო 6 დღიან პროექტს სთავაზობს, რომელიც 22-27 ნოემბერს ჰააგაში, ბრიუსელსა და ამსტერდამში გაიმართება. პროექტი მიზნად ისახავს ევროსტრუქტურების მუშაობის სპეციფიკის გაცნობას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და პირადად კომუნიკაციას სხვა და სხვა ორგანიზაციის მოწინავე პოზიციებზე მყოფ პირებთან. ევროპული ცენტრის საერთაშორისო პროექტების მენეჯერის მარიამ დანელიას განცხადებით დელეგატები დორტმუნდს, ჰააგას, ამსტერდამსა და ბრიუსელს ეწვევიან. შეხვედრები გაიმართება ბრიუსელსა და ჰააგაში, ხოლო დორტმუნდს და ამსტერდამს კულტურის მიზნით მოინახულებენ. პროექტის ხელმძღვანელის თქმით დელეგატებს გადაეცემა საერთაშორისო სერტიფიკატი ევროპარლამენტისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერით.
„ევროპის აკადემიური ცენტრი უკვე 13 წელია რაც საერთაშორისო საგანმანათლებლო ვიზიტებს ახორციელებს, ევროპის ამერიკისა და კანადის მიმართულებით. ამ ვიზიტების მიზანი მდგომარეობს შემდეგში, რომ ქართველი სტუდენტები თუ სხვა და სხვა სფეროს წარმომადგენლები გაეცნონ ევროსტრუქტურების მუშაობის სპეციფიკას, უცხოელ კოლეგებთან ისაუბრონ მათ პროფესიაში არსებულ საკვანძო საკითხებზე, გაეცნონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და პირადად მოახდინონ კომუნიკაცია სხვა და სხვა ორგანიზაციის მოწინავე პოზიციებზე მყოფ პირებთან. მოგეხსენებათ პანდემიის გამო მთელი მსოფლიო ასე რომ ვთქვათ დაპაუზდა, ახლა კი პოსტ პანდემიური პერიოდი ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ და ავინაზღაუროთ ის დღეები, ჩვენი საერთაშორისო პროექტიც ასე რომ ვთქვათ უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ყველა მისი დელეგატისთვის, პროექტი მოიცავს სამ ქვეყანას: გერმანიას, ბელგიასა და ჰოლანდიას, დელეგატები ეწვევიან დორტმუნდს, ჰააგას, ამსტერდამსა და ბრიუსელს. შეხვედრები გაიმართება ბრიუსელსა და ჰააგაში, ხოლო დორტმუნდს და ამსტერდამს ვეწვევით კულტურული მიზნით. აღნიშნული პროექტი ტარდება ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საგანმანათლებლო ღონისძიებების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება ისეთ ევროპულ უწყებებთან როგორებიცაა: ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროპის რეგიონალური კომიტეტი, მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლო, პარლამენტარიუმი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. პროექტის მსვლელობისას დელეგაციას მიყვება აკადემიური ხელმძღვანელი რომელიც მთელი პროექტის განმავლობაში იზრუნებს იმაზე რომ მაქსიმალურად ნაყოფიერად ჩაიაროს ამ 6-მა დღემ და განათლების მიღებასთან ერთად, შეხვედრებისა და სემინარების დასრულების შემდეგ დელეგატები დაათვალიერებენ ყველა მათთვის საინტერესო ადგილს, ეწვევიან მუზეუმებსა და გამოფენებს. საერთაშორისო პროექტები რომელსაც ევროპული ცენტრი ახორციელებს ეხმარება დელეგატებს კრიტიკულ აზროვნებაში, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, განვითარებაში თვიანთი თეორიული ცოდნის პრაქტკაშ გადმოტანაშ და უცხო ქვეყნის პრეცედენტების გაანალიზებაში.
ყველა დელეგატს გადაეცემა საერთაშორისო სერტიფიკატი ევროპარლამენტისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერით. პროექტი გაიმართება 22-27 ნოემბერს, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 16 წლიდან დაინტერესებულ პირს, პროექტში მოსახვედრად საჭიროა გასაუბრების ეტაპის გავლა.
ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მოგვწეროს ჩვენს ფეისბუქ გვერდზე- „ევროპის აკადემიური ცენტრი-გაცვლითი პროგრამები“ და შესაბამისი მენეჯერი გაესაუბრება დეტალურად, ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩენთან ოფისში კოსტავას 67“ – აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი მარიამ დანელია
სტატიის ავტორი : მარეხ ჯაფარიძე