საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა. დოკუმენტის თანახმად, ივნისში ზრდა 7.5% იყო.
საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ 13.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.7%-ით მეტია.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების თანახმად, 2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში,”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.