დასვენება და გართობადღის სიახლეებიზოგადი განათლებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

6 ზღაპრული ადგილი საქართველოში დასასვენებლად

0
გაზიარება

სო­ფე­ლი ჯუთა

ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მდე­ბა­რე სო­ფე­ლი, ზა­ფხულ­ში დამ­სვე­ნებ­ლებს არ უჩი­ვის. ჯუთა ხე­ვის კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვა­რი ქე­დის სამ­ხრეთ კალ­თა­ზე, ზღვის დო­ნი­დან 2200 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს. შე­უ­და­რე­ბე­ლი სო­ფე­ლი ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ვია რო­გორც ზა­ფხულ­ში, ასე­ვე ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, და­თოვ­ლი­ლი ქე­დე­ბი, რო­მე­ლიც ზღაპ­რულ სამ­ყა­როს ქმნის, სამ­წუ­ხა­როდ მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­გან თით­ქმის დაც­ლი­ლია. 2014 წლის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­წე­რის მო­ნა­ცე­მე­ბით სო­ფელ­ში 26 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

მარ­ტყო­ფის ღვთა­ე­ბის მო­ნას­ტე­რი

მო­ნას­ტე­რი მდე­ბა­რე­ობს გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ მარ­ტყო­ფის მახ­ლობ­ლად, თბი­ლი­სის აღ­მო­სავ­ლე­თით, 25-27 კი­ლო­მეტრზე. მოქ­ცე­უ­ლია ტყით და­ფა­რულ იალ­ნოს ქედ­ზე. ღვთა­ე­ბის მო­ნას­ტე­რი და­არ­სე­ბუ­ლია 13 ასუ­რელ მა­მა­თა­გან ერთ-ერ­თის – მამა ან­ტონ მარ­ტყო­ფე­ლის მიერ VI სა­უ­კუ­ნე­ში.

მარ­ტყო­ფის ღვთა­ე­ბის მო­ნას­ტე­რი მოქ­მე­დებ­და 1934 წლამ­დე, შემ­დეგ ის კო­მუ­ნის­ტებ­მა გა­ა­უქ­მეს. XX ს. 50-60-იან წლებ­ში მო­ნას­ტერ­ში უპატ­რო­ნო ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფა­რი გახ­სნეს, შემ­დეგ კი 31-ე ქარ­ხნის და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლად გა­და­აქ­ცი­ეს. მო­ნას­ტერ­ში სა­მო­ნას­ტრო ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით 1989 ელს აღ­დგა. მო­ნას­ტრის ის­ტო­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ტრა­გი­კუ­ლია 1918 წლის 26 აგ­ვის­ტოს ღამე, რო­დე­საც აქ თა­ვის სე­ნაკ­ში მოკ­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი კი­რი­ონ II

შა­ო­რის წყალ­სა­ცა­ვი, ან შა­ო­რის ტბა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ად­გი­ლას რაჭა-ლე­ჩხუ­მის და ქვე­მო სვა­ნე­თის მხა­რე­ში, ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შა­ო­რის ტბა მდე­ბა­რე­ობს. ის ხში­რად ექ­ცე­ვა ტუ­რის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით შა­ო­რის ტბის სა­ო­ცარ ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც წლის ყვე­ლა სე­ზონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

შა­ო­რის წყალ­სა­ცა­ვის სიგ­რძე 7,1 კი­ლო­მეტ­რი, უდი­დე­სი სი­გა­ნე კი 2,7 კი­ლო­მეტ­რია. უდი­დე­სი სიღ­რმე 14,5 მეტ­რი, სა­შუ­ა­ლო სიღ­რმე 9,8 მეტ­რი, ფარ­თო­ბი 9,2 კმ². წყლის მო­ცუ­ლო­ბა 90,6 მლნ მ³. საზ­რდო­ობს შე­ნა­კა­დე­ბი­თა და ნა­ლე­ქე­ბით, რომ­ლე­ბიც მის ზე­და­პირ­ზე მო­დის (წე­ლი­წად­ში 1500 მმ).

ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი

აჭა­რას დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში, ზღვის სე­ზონ­ზე სტუმ­რო­ბენ, თუმ­ცა აჭა­რა­ში ზამ­თარ­ში ჩა­სულ ტუ­რის­ტებს სხვა უამ­რა­ვი ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლიც ელით. სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტ “გო­დერ­ძის” გარ­და, აჭა­რა­ში ზამ­თარ­ში სა­ოც­რად ლა­მა­ზი ად­გი­ლია და­თოვ­ლი­ლი ხულო, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ი­ნა­ხუ­ლოთ.

მდე­ბა­რე­ობს მდი­ნა­რე აჭა­რის­წყლის ხე­ო­ბა­ში, ახალ­ცი­ხე-ბა­თუ­მის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ზღვის დო­ნი­დან 923 მ, ბა­თუ­მი­დან 88 კმ. სა­ხელ­წო­დე­ბა “ხუ­ლოს” ძვე­ლი ფორ­მაა “ხულა”, რო­მე­ლიც სა­ვაჭ­რო სახ­ლს ნიშ­ნავს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში აქ სა­ვაჭ­რო-სა­ქა­რავ­ნო გზა გა­დი­ო­და.

დაბა მეს­ტია

თუ სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კულ­ტუ­რი­სა და ბუ­ნე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მშვე­ნი­ე­რე­ბის ნახ­ვა გსურთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეს­ტუმ­როთ სვა­ნეთს, გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თარ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით და­თოვ­ლი­ლი მეს­ტი­ის სა­ნა­ხა­ვად.

მეს­ტია ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბი­სა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ის ერთ-ერთი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ძეგლია. აქ კარ­გა­დაა შე­მო­ნა­ხუ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ე­რო, სა­კულ­ტო და თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბე­ბი. სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბა­თა­გან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია: მა­ცხოვ­რის (მა­ცხვა­რიშ) ქვით ნა­გე­ბი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ეკ­ლე­სია (XIII-XIV სს.), რომ­ლის კედ­ლებ­საც მა­ღა­ლოს­ტა­ტუ­რად მო­ხა­ტუ­ლი ფრეს­კე­ბი ამ­კობს. ღვთის­მშობ­ლის (ლა­მა­რია) ეკ­ლე­სია და სხვა

თუ­შე­თი

თუ­შე­თი მდე­ბა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, მისი ფარ­თო­ბია 896 კვ/კმ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლად იგი ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის და ზღვის დო­ნი­დან 1650-4493 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს; თუ­შეთ­ში იან­ვარ-თე­ბერ­ვლის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა 3-8 გრა­დუ­სია, თოვ­ლის სა­ფა­რი კი აქ 5-6 თვემ­დე პე­რი­ოდს ძლებს.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!