7 სექტემბერს მხატვარ მიხეილ ფანჯიკიძის პერსონალურ გამოფენა სახელწოდებით, “IMPRESSIONE” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება 90-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
გამოფენა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში 19:00 საათზე დაიწყება და 11 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მიხეილ ფანჯიკიძე ბავშვობიდან ხატავს და დღეს მისი შემოქმედება დიდი პოპულარობით სარგებლობს. მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა 2016 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიმართა, სახელწოდებით, «ხის მხატვრული დამუშავება და ფერწერა». მიხეილ ფანჯიკიძის ნახატები ერთმანეთისგან გამორჩეული და დასამახსოვრებელია, თითოეულ ნამუშევარში მხატვარი ფერების შერწმყმით, ხატვის განსაკუთრებული სტილითა და შინაარსით საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს გადმოსცემს.
მის: დ.ღმაშენებლის 68