დღის სიახლეებისიახლეები

7 წელიწადში 774 103 პირის მიერ გადავადებული სამხედრო სამსახურიდან 55 321 მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე მოხდა  

0
გაზიარება

ბოლო 7 წელში სავალდებულო სამხედრო სამსახური მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე 55 321 პირს გადაუვადდა, საიდანაც ყველაზე ბევრი, 36 319 ადამიანი „გირჩი – ბიბლიური თავისუფლების“ წევრია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად 2016-2022 წლებში, სავალდებულო სამხედრო სამსახური 774 103 პირს გადაუვადდა, ხოლო 24 717 ადამიანი გაწვევისგან გათავისუფლდა.

სტატისტიკის მიხედვით, იმ პირებს შორის, ვისაც ჯარში გაწვევა მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე გადაუვადდა, 21 იყო მართლმადიდებელი; 15 – მუსლიმი; 330 -იეჰოვას მოწმე; 36 324 – „გირჩი“ „ბიბლიური თავისუფლება“; 2106 -კატაკომბური ეკლესია (ანდრიაძე);41 – სხვა.

7 წლის განმავლობაში ყველაზე მეტ – 286 673 შემთხვევაში ჯარში გაწვევა სტუდენტის სტატუსის მქონე პირებს გადაუვადდათ.

რაც შეეხება სამხედრო სამსახურის გადავადების სხვა საფუძვლებს, სტატისტიკა ასეთია: შეზღუდულად ვარგისი 154 178; დედისერთა 152 822; ჰყავს ერთი შვილი – ვადით 3 წლამდე 25 834; ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი 16 879; სკოლის მოსწავლე (20 წლამდე) – 13 566; ჯანმრთელობის მდგომარეობა (ვადით 1 წლამდე) 13 393; გადაიხადა მოსაკრებელი (2000 ლარი) – 5065; პროფესიული სტუდენტი 3 627; მარჩენალი, მხარდამჭერი – 1 473; მის მიმართ მიმდინარეობს ს.ს. დევნა – 860; გადავადება აქვს პრემიერ-მინისტრის მიერ – 842; ჰყავს არასრულწლოვანი და/ძმა – 372; მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად – 337.

პარლამენტში ინიცირებულია თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული „თავდაცვის კოდექსი“, რომელიც მთელ რიგ სიახლეს ითვალისწინებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში განხორციელდება.

პროექტის გათვალისწინებით, სასულიერო პირი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებს – სასულიერო პირი არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება.

2024 წლის 1-ელი იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტრომ უნდა განახორციელოს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!