„ნაპოლიმ“ ტურინის „იუვენტუსი“ სტუმრად 1:0 დაამარცხა და ჩემპიონობას ძალიან მიუახლოვდა. იტალიურმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში „ბებერი ქალბატონის“ წინააღმდეგ დადებითად შეაფასა, თუმცა არა საუკეთესოდ.
Calciomercato.com 6.5 ქულა: „გენიალური ბზინვარება აქვს, სამქულიანი მოქმედება აკლია, მაგრამ აჩვენებს, რომ სურს სასწრაფოდ ჩამოიშოროს „მილანთან“ გაცუდებული პენალტის მძიმე ტვირთი“.
Goal 6 ქულა: „მისი ფეხებიდან ყოველთვის შეიძლება რაღაც საინტერესო აღმოცენდეს და შესაბამისად, სისტემატურად ორმაგი მეურვეობის წინაშეა. რა ხარისხია!“
Tuttonapoli 6.5 ქულა: „73-ჯერ ეხება ბურთს და პროგნოზირებადი არასდროს ხდება. გოლები და საგოლე პასები ამჯერად არ არის, მაგრამ მოედნის ყველა ნაწილში აიძულებს მეტოქეს, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გაჰყვეს. ამიტომ, როგორ შეიძლება უარყოფითად განსაჯო?“
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა.