ეკონომიკადღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

8 ნაბიჯი მოსავლიანობის გასაზრდელად

0
გაზიარება

ფერმერთა ასოციაციის მიერ ხორბლის ბაზრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ქვეყნისთვის რუსულ ხორბალზე დამოკიდებულების შემცირება მნიშვნელოვანია, თუმცა ეს კერძო სექტორისთვის არარენტაბელურია. პუბლიკაციის ავტორები რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირების ერთ-ერთ გზად ადგილობრივი წარმოების გაზრდას ასახელებენ.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ბოლო წლებში საშუალოდ ასი ათასი ტონა ხორბალი იწარმოება, კერძოდ კი 2020 წელს ადგილობრივმა წარმოებამ 102 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო მთლიანმა მოხმარებამ კი 735 ათასი ტონა. 2017 წლიდან 2020 წლამდე ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 15%-ს შეადგენს, რაც წინა წლების მაჩვენებლებზე შედარებით მაღალია, თუმცა თვითუზრუნველყოფის ზრდის დიდი ნაწილი ხორბლის გამოყენების შემცირებისგან მოდის.

„საქართველოში ხორბლის გამოყენების შემცირება შეინიშნებოდა 2014-2016 წლებშიც, როდესაც ხორბლის ფასმა საგრძნობლად დაიკლო. 2006 წელთან შედარებით 2020 წელს ხორბლის ჯამურმა გამოყენებამ 29.3%-ით ნაკლები შეადგინა. ასევე შემცირდა ექსპორტი, დანაკარგები და პირუტყვის საკვების სახით გამოყენება. ხორბლის სასურსათოდ მოხმარება ბოლო 15 წელიწადში უცვლელია და საშუალოდ 653 ათას ტონას შეადგენს“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ანალიტიკისა და კვლევის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ხორბლის ნათესი ფართობი საშუალოდ 45-50 ათასი ჰექტარია. ნათესი ფართობისგან განსხვავებით, ხორბლის მოსავალი შედარებით მზარდია. 2021 წელს ქვეყანაში 136.1 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი მოვიდა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 33%-ით აღემატება. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ გაზრდილი მოსავალი ძირითადად საშუალო მოსავლიანობის მაღალი მაჩვენებლისგან მომდინარეობს – 2021 წელს ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.7 ტონა/ჰექტარი შეადგინა, რაც ქვეყნისთვის ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ხორბალი უმეტესწილად საფურაჟედ გამოიყენება (პირუტყვის საკვებად), ამდენად მისი ხარისხის გაუმჯობესება ძალზედ მნიშვნელოვანია.

ფერმერთა ასოციაცია ხორბლის მოსავლიანობის გაზრდისთვის სახელმწიფოს 8-პუნქტიან გეგმას რეკომენდაციის სახით სთავაზობს და იმედს იტოვებს, რომ მათი რჩევა დარგის განვითარების პროგრამაში აისახება.

„იმისათვის რათა ხორბლის ადგილობრივი მოსავალი რაოდენობრივად და ხარისხობრივად გაიზარდოს, მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარების სწორი სტრატეგიის და თანმიმდევრული სამოქმედო გეგმის დასახვა. ასეთი სტრატეგია უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან ასპექტს, როგორიცაა:

• მიწის ბაზრის განვითარება:
o მიწის კადასტრის სრულყოფა;
o სახელმწიფო მიწების გასხვისება (პრივატიზაცია ან იჯარა);
o მიწის ნაკვეთების კონსოლიდაცია/გამსხვილების და მიწების დამუშავების ხელშეწყობა.

• მიწების გასარწყვიანება (ირიგაცია) და თანამედროვე სარწყავი ინფრასტრუქტურის თანადაფინანსება;

• უხვმოსავლიანი სათესლე მასალის და ყანების მოვლის საშუალებების შეთავაზება (სასუქები, შხამ-ქიმიკატები);

• თანამედროვე ტექნიკის და ტექნოლოგიების წახალისება (ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მონაცემთა ანალიზის ტექნოლოგიები და ა.შ.);

• მოსავლის აღების შემდგომი თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა (სასაწყობე ფართები და შემნახველი ამწეები);

• მოსავლის აღების შემდგომ მავნე მინდვრის გადაწვის პრაქტიკის აღმოფხრისკენ გადადგმული ნაბიჯები;

• ქარსაფარი ზოლების გაშენება და მსგავსი ღონისძიებები, რაც დაეხმარება მემცენარეობის დარგს რომ აწარმოოს უფრო მეტი ერთეულზე ნაკლები დანახარჯით (მასშტაბის ეკონომიის გამოყენებით).

• ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება (აბორიგენული ჯიშების გავრცელების მხარდაჭერა) და სხვ.

დარგის განვითარების პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ დააანონსა, ვიმედოვნებთ რომ ზემოთ დასახელებულ ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს“, – ნათქვამია ფერმერთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ ხორბლის ბაზრის მიმოხილვაში.

ცნობისთვის: ამავე პუბლიკაციის მიხედვით, 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 92.1%-ი რუსულ ხორბალზე მოდიოდა, რაც ერთ ბაზარზე მაღალ დამოკიდებულებას ნიშნავს. ხოლო 2021 წლის სექტემბრის შემდეგ, რაც ხორბლის იმპორტის ფქვილით ჩანაცვლების ტენდენცია გამოიკვეთა, 2022 წლის I კვარტლისთვის, ქვეყანაში იმპორტირებული 31.7 ათასი ტონა ფქვილიდან 99.1% რუსეთიდან შემოვიდა.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!