“80 მლნ ლარია გათვლილი სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების პროგრამაზე. ეს დაახლოებით 22-23 ათასი ადამიანის დასაქმებას გულისხმობს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. მისივე განცხადებით, 2022 წელს კი ამ პროგრამაზე 40 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.
პროგრამის ფარგლებში დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასი 150-დან 300 ლარამდეა.