კომპანია „მეტამ“ 400-ზე მეტი აპლიკაცია გამოავლინა, რომელიც გადმოწერის შედეგად არ მუშაობდა. აღმოჩნდა, რომ მათი ერთადერთი ფუნქცია ფეისბუქის პაროლების მოპარვა იყო. მათი გადმოწერის საშუალება App Store-სა და Google Play-ში იყო შესაძლებელი, თუმცა ახლა უკვე ისინი წაშლილია. კომპანიამ ერთი მილიონი ადამიანის გაფრთხილება უკვე მოასწრო.
ეს ისეთი აპლიკაციებია, რომელთა მეშვეობითაც ფოტოების დამუშავება იყო შესაძლებელი, ან თამაშები და VPN სერვისები.
Meta მომხმარებელს ურჩევს, რომ აპლიკაციის გამოყენებამდე დაუკვირდნენ და არ შეიყვანონ ფეისბუქ მონაცემები, ანუ როცა მხოლოდ ეს ვარიანტია შემოთავაზებული და სხვა გზით სისტემაში ვერ შეხვალთ.
უფრო მეტი სიფრთხილისთვის, უმჯობესი იქნება, რომ პაროლი შეცვალოთ, 2-ფაქტორიანი ავთენტიფიკაციაც დააყენოთ.