SpaceX-ის ხელმძღვანელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ კომპანია უფასოდ აგრძელებს უკრაინაში „სტარლინკის“ სატელიტური კავშირის უზრუნველყოფას.
“ჯოჯოხეთსაც წაუღია… მიუხედავად იმისა, რომ Starlink ჯერ კიდევ კარგავს ფულს და სხვა კომპანიები გადასახადების გადამხდელების მილიარდობით დოლარს იღებენ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის უფასოდ დაფინანსებას”, – წერს მასკი სოციალურ ქსელ „თვითერზე“.