საბავშვო ბრენდი “კარაველა” ტილოს ფერად გადასაკიდ და წელის ჩანთებსაც ამზადებს, რომლებზეც ბავშვების თუ დიდების საყვარელი გმირები და ილუსტრაციებია გამოსახული. გადასაკიდ ჩანთებს აქვთ 1 შიდა ჯიბეც, წელის ჩანთები კი იკვრება მხოლოდ თასმებით და რეგულირდება მხარსა თუ წელზე.
“მას შემდეგ, რაც ჩანთების დამზადება დავიწყეთ, ინტერნეტში ვეძებდით საყვარელ გრაფიკულ სურათებსა და მულტფილმების გმირების გამოსახულებებს, რომლებიც ჩვენს ჩანთებზე გადაგვქონდა. ჩემი შვილის სამხატვრო სტუდიაში სულ მომწონდა ბავშვების ჩანახატები და გამიჩნდა იდეა, შესაძლებლობა ჰქონოდათ მათ მშობლებს, დედ-მამიშვილებს თუ ახლობლებს, რომ საყვარელი პატარას ნახატი ყოველდღე თან ეტარებინათ. მეთქი, რატომაც არა? თუ პატარებს ამის სურვილი აქვთ, გადავიტანოთ მათი უნიკალური შემოქმედება ისეთ საჭირო ნივთზე, როგორიც ჩანთაა.
ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, როდესაც ბავშვებმა ნახატები უკრაინის თემას მიუძღვნეს. რთულია ამ ნამუშევრებმა არ აგაღელვოთ და უკრაინის მხარდაჭერით თავადაც არ მოისურვოთ 9 წლის ბავშვის ნახატით დაპრინტული ჩანთის ტარება.
ჩემს შვილს ძალიან უხარია, როდესაც ჩანთა მისი ნახატით გამოფენა-ბაზრობაზე იყიდება.” – განაცხადა “კარაველას” დამფუძნებელმა ბარბარე გალდავამ.
ჩანთა ყოველდღიური მოხმარების ნივთია და სასიხარულოა, როცა მასზე საყვარელი ადამიანის ან საკუთარ ნახატვს ვხედავთ, რომელიც ასე გვიყვარს. ნახატი შეიძლება გააჩუქო ან გაყიდო, მაგრამ ჩანთა მუდამ ჩვენთან რჩება!