დღის სიახლეებიეკონომიკატურიზმიტურიზმი, დასვენება და გართობა

საქართველომ ტურიზმისგან 376 მილიონი დოლარი მიიღო

0
გაზიარება

ეროვნული ბანკი სექტემბრის თვის ტურიზმის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც აგვისტოში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმისგან 376 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან 132%-ით არის გაზრდილი.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ ყველაზე მეტი თანხა – 96 მილიონი დოლარი რუსი მოგზაურებისგან მიიღო. ევროკავშირის ქვეყნების მოგზაურებმა 45 მილიონი დახარჯეს, თურქეთის მოქალაქეებმა 36 მილიონი, უკრაინის 32 მილიონი, 32 მილიონი კი სექტემბერში  ისრაელის მოქალაქეებმა დახარჯეს.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ტურიზმის სტრატეგიის თანახმად, მიმდინარე წელს, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 მილიარდი დოლარი უნდა შეადგინოს.

მსგავსი სიახლეები

აპრილში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 2,39 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,82 ათასი ტონა) შედარებით 0,57 ათასი ტონით ანუ…

McDonald’s რესტორნებში კლიენტების დასაბრუნებლად მენიუს აიაფებს

CBS News მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული McDonald's მენიუში 5-დოლარიანი კომბოს დამატებას გეგმავს, რომ ვიზიტორთა გადინება შეამციროს და კლიენტები რესტორნებში დააბრუნოს. წყაროს ცნობით, McDonald's-ის…

იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. სტატისტიკის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ…

საქართველოს ბენზინი 5%-ით გაუძვირდა – საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინის ფასმა 6-დან 20 თეთრამდე მოიმატა

საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავის ღირებულება გაიზარდა. საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინის ფასმა 6-დან 20 თეთრამდე მოიმატა. ღირებულება არ შეცვლილა დიზელზე ან თუ შეიცვალა, აქ ზრდა მინიმალური იყო. ფასის ზრდის…

ევროკავშირიდან იმპორტი გაიზარდა, ხოლო ექსპორტი შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში ევროკავშირიდან 915,508 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 845,858 მლნ აშშ დოლარის. ექსპორტი- 2024 წელს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!