საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიოს ეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს. მათივე შეფასებით, საქართველოში 2022 8.98%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი.
ეს ის ათი ქვეყანაა, რომელშიც IMF ყველაზე მეტ ეკონომიკურ ზრდას ელოდება:
1 გაიანა – 57.8%
2 ფიჯი – 12.5%
3 სეიშელი – 10.9%
4 ბარბადოსი – 10.5%
5 სენტ-კიტსი და ნევისი – 9.8%
6 ერაყი – 9.3%
7 სენტ-ლუსია – 9.1%
8 ირლანდია – 9.0%
9 საქართველო – 8.98%
10 მალდივები – 8.7%
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთის ეკონომიკის ზრდა მოსალოდნელია 7%-ით, თურქეთი 5%-ით, ხოლო აზერბაიჯანი – 3.7%-ით.
უკრაინა-რუსეთის ომიდან გამომდინარე, რუსეთის ეკონომიკა 3.4%-ით შემცირდება, მაგრამ, საგანგაშო მდგომარეობაა უკრაინაში, რადგან ეკონომიკური შემცირება 35%-ს უდრის.