Samsung-მა „ჭკვიან ბეჭედზე“ მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ სამხრეთკორეული მედია წერს.
როგორც გამოცემას საკუთარმა წყარომ განუცხადა, ბეჭედი რეალურ დროში შეაგროვებს ინფორმაციას მომხმარებლის აქტიურობისა და ჯანმრთელობის მაჩვენებლების შესახებ. სპეციალისტების თქმით, „ჭკვიან ბეჭედს“ პულსის, სატურაციისა და ეკგ მაჩვენებლების შეგროვებას შეძლებს.
არსებული ინფორმაციით, Samsung-მა მოწყობილობა 2021 წლის ოქტომბერში დააპატენტა. „ჭკვიანი ბეჭდის“ ბაზარზე გამოსვლის ვადები ჯერჯერობით უცნობია.