გთავაზობთ მსოფლიოში 5 ძვირად ღირებულ დესერტს:
- ამ სპეციალური კერძის ფასი 9,85 მილიონი დოლარია. მარწყვის ეს დესერტი შეიცავს 24-კარატიან ოქროს ფანტელს, ნაღებს, ვანილის ნაყინსა და სხვადასხვა ძვირადღირებულ შამპანურსა და ლიქიორს, რომლებიც კერძს აჯანსაღებენ.
- ეს ნუგბარი რეალურად ხელმისაწვდომია 3 333 33 დოლარად, რომელიც მზადდება ბანანის, სიროფისა და იშვიათი დესერტის ღვინოებისგან. მიზეზი, რის გამოც დესერტი ასეთი სოლიდური თანხა დაჯდა, არის ის, რომ მას მოყვება პირველი კლასის ავიაბილეთი ტანზანიის მთა კილიმანჯაროში; ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება და ნაყინის პარტია, რომელიც დამზადებულია მყინვარის ყინულისგან.
- ინგლისში მდებარე სასტუმროში Lindeth Howe Country House მსოფლიოში ცნობილი შეფ-მზარეული, მარკ გიბერტი 35 000 დოლარის ღირებულების შოკოლადის პუდინგს დაგიმზადებთ. ეს არ არის ჩვეულებრივი პუდინგი. მის შემადგენლობაში შედის საუკეთესო ხარისხის შოკოლადი, რომელიც ჩამოსხმულია ფაბერჟეს კვერცხის ფორმაში. ასევე მასში შეხვდებით შამპანურის ჟელეს. გარედან კი პუდინგი საკვები ოქროს ფოთლებით არის მორთული.
- ნიუ-იორკის რესტორანმა Serendipity 3-მა კიდევ ერთხელ მოიპოვა ადგილი გინესის რეკორდებში მდიდრული დესერტის შექმნით. ეს ძვირადღირებული ტკბილეული მზადდება Serendipity გაყინული ცხელი შოკოლადის მიქსისგან, რომელიც შეიცავს 14 იშვიათ და საიდუმლო კაკაოს, რძეს, ყინულის კუბებს, ათქვეფილ ნაღებსა და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტრიუფელის ნამსხვრევებს. იგი ასევე გაჟღენთილია ხუთი გრამი საკვები 23-კარატიანი ოქროთი და მოთავსებულია Baccarat Harcourt-ის ბროლის თასში, რომელიც გაფორმებულია საკვები ოქროთი. დესერტის ფასი 25 000 დოლარია.
- Bloomsbury cupcake-ის დამფუძნებელმა შაფინა იუსუფ ალიმ მოახერხა და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კექსი დაამზადა. მის შემადგენლობაშია: უგემრიელესი იტალიური შოკოლადი და უგანდური ვანილის წიპწები, ოქროს ფანტელები, ხოლო მარწყვი ოქროშია ამოვლებული.