ღვინის ექსპორტი გაიზარდა. მიუხედავად საექსპორტო ბაზრებზე არასტაბილურობისა იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან $173 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, 3.9%-ით მეტი ვიდრე შარშან. ჯამში 65.2 მლნ ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული. მოცულობით გამოსახულებაში ზრდა 17%-ია.
დივერსიფიცირების მცდელობების მიუხედავად, რუსეთი შეუცვლელ ბაზრად რჩება. რუსეთზე ქართული ღვინის ექსპორტის 63% მოდის. ამ ბაზარზე წელს ექსპორტი 15% არის გაზრდილი. ოფიციალური სტატისტიკით 2021 წლის 9 თვეში რუსეთს ქართული ღვინის ექსპორტში მხოლოდ 56%-იანი წილი ეჭირა. გასული წლის იანვარ – სექტემბერში ამ ქვეყანაში 94.9 მლნ დოლარის ღვინო იყო გასული, ჯამური ექსპორტი კი, 166.7 მლნ შეადგენდა.
საექსპორტო ბაზრების ათეულში კი, ცვლილებებია, მეორე ადგილზე დაწინაურდა პოლონეთი, მესამე ადგილზეა ჩინეთი.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრები
1. რუსეთი – 109.38 მლნ ( 2021 წლის 9 თვე – $94.9 მლნ)
2. პოლონეთი – 11.2 მლნ ( 2021 წლის 9 თვე – $9.04 მლნ)
3. ჩინეთი – 9.6 მლნ ( 2021 წლის 9 თვე – $10.65 მლნ)
4. უკრაინა – 7.4 მლნ ( 2021 წლის 9 თვე – $17.2 მლნ)
5. ყაზახეთი – 6.8 მლნ ( 2021 წლის 9 თვე – $6.47 მლნ)
6. აშშ – 3.97 მლნ ( 2021 წლის 9 თვე – $3.6 მლნ)
7. ბელარუსი 3.91 მლნ ( 2021 წლის 9 თვე – $5.5 მლნ)
8. ლატივია – 3.5 მლნ ( 2021 წლის 9 თვე – $3.2 მლნ)
9. გერმანია – 2.7 მლნ ( 2021 წლის 9 თვე – $2.3 მლნ)
10. ლიეტუა – 1.8 მლნ ( 2021 წლის 9 თვე – $1.7 მლნ)
აღსანიშნია, რომ წელს გაზრდილია ღვინის ექსპორტი იაპონიაში. ამ ქვეყანაში 9 თვეში ექსპორტირებულია 1.046 მლნ დოლარის ღვინო. გასულ წელთან შედარებით მაჩვენებელი 1.5-ჯერ არის გაზრდილი.