„Pew Research Center”-ის ახალი გამოკითხვის თანახმად, თუ სად კითხულობს სოციალური ქსელის ახალგაზრდა მომხმარებელი სიახლეებს, ტიკ-ტოკი ლიდერობს, ხოლო რედითი და ფეისბუქი ჩამოქვეითდა.
კერძოდ, ამერიკელი მოზარდები აცხადებენ, რომ 2020 წლიდან მოყოლებული, ტიკ-ტოკი და ინსტაგრამი არის ის პლატფორმები, სადაც ახალი ამბების გაგება არის შესაძლებელი. გამოკითხვაში თვითერი, ფეისბუქი, რედითი, იუთუბი, სნეფჩეთი, ლინკდინი და ვოცაპი იშვიათად სახელდება.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, პლატფორმის კონკრეტული შემთხვევისთვის გამოყენების პროცენტულობა 22-იდან 33-მდე გაიზარდა.