თანამედროვე ტენდენციაა, რომ ცნობილი ადამიანები პოპულარობას კომერციულ საქმიანობაშიც იყენებენ. აქედან გამომდინარე, უამრავი ვარსკვლავი არსებობს, რომელთაც საკუთარი ბიზნესები აქვთ.
Geobusinessnews გთავაზობთ ამ ვარსკვლავების ჩამონათვალს:
- ოპრა უინფრი
მედიამაგნატმა 1986 წელს Harpo Productions Inc. დააარსა, შემდეგ კი, საკუთარი სატელევიზიო ქსელი, OWN შექმნა. Forbes-ის მიხედვით, უინფრის ქონება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის პირველი აფროამერიკელი მილიარდელია.
- ჯეი-ზი
Forbes იუწყება, რომ ჯეი-ზის მრავალი ბიზნეს წამოწყების წყალობით 520 მილიონი დოლარიანი ქონება დაუგროვდა. ყველაზე მომგებიანი მისი ლეიბლი Roc Nation ითვლება.
- საიმონ კოუელი
იქს-ფაქტორის დამფუძნებელმა თავისი საპროდიუსერო კომპანია Syco Entertainment საკონკურსო სერიის შესაქმნელად გამოიყენა. კოუელი და Sony Music Entertainment ერთად კომპანიის 50%-ს ფლობენ. მოგვიანებით, ამ ყველაფრიდან გამომდინარე კიდევ America’s Got Talent შეიქმნა.
- უილ სმიტი
მსახიობმა თავისი საპროდიუსერო კომპანია 1997 წელს დაარსა.
- კაილ ჯენერი
2019 წლის მარტში კარდაშიან-ჯენერების ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრი მილიარდერად დასახელდა. ეს ყველაფერი განაპირობა ბრენდმა Kylie Cosmetics, რომელიც 2015 წელს დააარსა.