ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკარეგიონებისაზოგადოება

KF Dental-ის პროფესიონალი და მეგობრული სტომატოლოგების გუნდი ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობაზე

0
გაზიარება

სტომატოლოგების შიშის დაძლევაში მცხეთის მოსახლეობას მეექვსე წელია KF Dental ეხმარება. კლინიკაში ფუნქციონირებს ყველა საჭირო სტომატოლოგიური მომსახურება : თერაპია, ქირურგია, ბავშვთა სტომატოლოგია, ორთოპედია, ორთოდონტია, იმპლანტაცია.

 

კლინიკა გამოირჩევა მაღალკვალიფიციური  სტომატოლოგების გუნდით. კლინიკაში მისული პაციენტი მარტივად უმკლავდება შიშს, რომელიც დაკავშირებულია სტომატოლოგიასთან.

მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ პაციენტი რომელიც კლინიკას  სტომატოლოგიური პრობლემით მიმართავს, სრულყოფილი   ანამნეზის საფუძველზე, საჭიროებისამებრ ხდება მისი გადამისამართება შესაბამისი პროფილის  ექიმთან.

„ჩვენს  კლინიკაში  ძალიან დიდი ყურადღება  ექცევა  დეზინფექცია -სტერილიზაციის სწორად  ჩატარებას.  ამ მიზნით კლინიკის პერსონალი  მუდმივად   ცდილობს სიახლეებს გაეცნოს და მიიღოს საჭირო ცოდნა.     კლინიკაში  გამოიყენება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული    სადეზინფექციო ხსნარები      ინსტრუმენტების , ზედაპირების , იატაკის და კედლების დეზინფექციისათვის“ – განაცხადა კლინიკის დამფუძნებელმა.

სტომატოლოგიური კლინიკა KF Dental ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის წევრია, ხოლო მისი დამფუძნებელი შორენა ფერხული ვიცე-პრეზიდენტი.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა 2020 წლიდან ზრუნავს საქართველოში  სტომატოლოგებისა და პაციენტების უფლებათა დაცვისთვის. ლიგა უკვე ათასზე მეტ სტომატოლოგსა და სტომატოლოგიურ კლინიკას აერთიანებს.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის გუნდის პირველი და მთავარი მიზანია, რომ სტომატოლოგიური კლინიკები არსებულ კანონმდებლობას, რეგულაციებს მოერგოს და თითოეული მოქალაქისთვის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის, უსაფრთხო სამედიცინო/სტომატოლოგიური სერვისის მიღება ხელმისაწვდომი გახდოს .სტომატოლოგებსა და კლინიკებს, რომელთაც არ გააჩნიათ წვდომა  საქართველოში კანონმდებლობით მოთხოვნილი სტანდარტების და არსებული რეგულაციების შესახებ, ჯანდაცვის ლიგა  აწვდის  ინფორმაციას და ეხმარება მათ კლინიკების მოწესრიგებაში, რათა მოხდეს პაციენტების მიღება მოწესრიგებულ, უსაფრთხო გარემოში.

კლინიკა წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორი კომპანიაც გახდა და როგორც ქალბატონი შორენა Geobusinessnews-თან საუბრის დროს აღნიშნავს ეს მისთვის სიახლეებთან და წარმატებასთან ასოცირდება.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!