მას შემდეგ, რაც „მეტა“ და ყველასათვის საყვარელი აპლიკაცია „ინსტაგრამი“ გაერთიანდა, არ არის საიდუმლო, რომ ხარვეზებმაც იმატა.
გასულ ღამეს, ინსტაგრამს გაცილებით სერიოზული ხარვეზები ჰქონდა და უამრავ მომხმარებელს ანგარიშიც კი დაუბლოკა, ზოგს კი, მიმდევრები დააკლო.
ინსტაგრამის ოფიციალურმა გვერდმა თვითერზე ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ეს უბრალო ხარვეზი იყო.