მომღერალი რობინ ფენტი (საქვეყნოდ ცნობილი რიანა), ბოლო მონაცემებით მილიარდერი გახდა.
2017 წელს მან დააფუძნა ხაზი „Fenty Beauty”, მუსიკალური ინდუსტრიისგან ცოტა ხნით შესვენება აიღო და მთლიანად საკუთარ ბიზნესზე გადაერთო, რომლის დახმარებითაც ახლა უკვე 1.7 მილიარდ დოლარს ფლობს.
ის ოპრა უინფრის შემდეგ ქალ მილიარდერთა სიაში, მეორე ადგილზეა.
„შეიძლება რიანას მუსიკა არ მოგწონდეს, თუმცა მან შექმნა ახალი ერა“, – აცხადებს ფორბსის ერთ-ერთი ჟურნალისტი.